„ამ ეტაპზე, ძალიან გვინდა, რომ არ ჩავერიოთ წითელი ყურძნის [საფერავი] კომპონენტშიც, რომლის რეალიზებაც რამდენიმე წელია თავისუფალ ბაზარზე ხდება. რაოდენობიდან და ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, თეთრ ყურძენში [რქაწითელი] ჩარევა მოგვიწევს. [ჩარევა ნიშნავს] მათ შორის, სუბსიდიას. მოგეხსენებათ, გარკვეული რაოდენობით არაკონდიცირებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო იბარებდა. ზუსტ სქემებზე ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს“, – უთხრა მეხუზლამ BMG-ის.
გასულ წელს რთველის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 138 მილიონი ლარის სუბსიდია გამოიყო. ღვინის საწარმოებს მევენახეებისგან რქაწითელი 90 თეთრად უნდა ჩაებარებინათ. სახელმწიფო სუბსიდია ერთ კილოგრამზე 35 თეთრს შეადგენდა.
2021 წელს მთავრობამ რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება ყურძნის ჭარბი მოსავლითა და „პოსტპანდემიური სიტუაციით“ დაასაბუთა. აღსანიშნავია, რომ რთველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დაემთხვა.
ამ თემაზე:
რთველის სუბსიდიიდან 30 მლნ ლარი „ოცნებასთან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს – TI